ყოფილი ხელმძღვანელი უხეშად აბულინგებს, აშანტაჟებს და არცხვენს "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტებს - დიმიტრი ცქიტიშვილი

საქართველო, თბილისი - 19:07 | 21.08.2019
ნანახია: 1003

„რუსთავი 2“-ის ყოფილი ხელმძღვანელი უხეშად აბულინგებს, აშანტაჟებს და არცხვენს ჟურნალისტებს. რატომღაც გონია, რომ თუ ისინი დარჩებიან კომპანიაში, რომელსაც ამდენი წლის განმავლობაში ემსახურებოდნენ, იქნებიან მოღალატეები. ასე საკითხის დაყენება არ არის სწორი. ტელევიზიის დამოუკიდებლობა დამოკიდებულია არა ადმინისტრაციაზე, არამედ მის ჟურნალისტებზე, –  ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა „რუსთავი 2“-ის საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, თუ გენერალური დირექტორი შეიცვალა, არ ნიშნავს იმას, რომ ტელევიზიამ დამოუკიდებლობა დაკარგა, რადგან გვარამია ნამდვილად არ არის ამ ტელევიზიის საუკეთესო სახე და არც წლების განმავლობაში ყოფილა.

„ამ კომპანიის მთავარი რეზუსი, ძალა და სიტყვის თავისუფლება გამომდინარეობს იმ ჟურნალისტური კორპუსიდან, იმ ჯგუფიდან, რომელიც იქ საქმიანობდა. მთავრი გარანტი სიტყვისა და სარედაქციო დამოუკიდებლობის ამ არხზე იქნება არა დირექცია, რომელმაც ნეგატივისკენ წაიყვანა ამ არხის რეპუტაცია, არამედ ის ჟურნალისტები, რომლებმაც წლების განმავლობაში შექმნეს ეს არხი. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ თავად ეს ჟურნალისტები უზრუნველყოფენ დამოუკიდებლობას, მიუკერძოებულობასდა სამართლიან სიტყვას ამ კომპანიაში და არა სალია, ან ვინმე სხვა მფლობელი. ჟურნალისტები ცოტა არ იყოს ბულინგის მსხვერპლნიც არიან, რადგან ყოფილი ხელმძღვანელი უხეშად აბულინგებს, აშანტაჟებს და არცხვენს. რატომღაც გონია, რომ თუ ისინი დარჩებიან კომპანიაში, რომელსაც ამდენი წლის განმავლობაში ემსახურებოდნენ, იქნებიან მოღალატეები. ასე საკითხის დაყენება არ არის სწორი. ტელევიზიის დამოუკიდებლობა დამოკიდებულია არა ადმინისტრაციაზე, არამედ მის ჟურნალისტებზე“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-დან გათავისუფლდნენ ნოდარ მელაძე, გიორგი გაბუნია, ნანუკა ჟორჟოლიანი, ეკა კვესიტაძე, გიორგი ლაფერაშვილი და კიდევ სხა თანამშრომლები.

ტელეკომპანიის დატოვების გადაწყვეტილება  „კურიერის“ წამყვანებმა დიანა ჯოჯუამ, მიშა სესიაშვილმა და პაატა იაკობაშვილმა მიიღეს. არსებული ინფორმაციით, არხიდან წავიდნენ სხვა ჟურნალისტებიც. „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტების თქმით, ისინი მუშაობას სხვა არხზე გაარძელებენ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე