კვრიკაშვილს მადლობას ვუხდი, რომ ჩვენ დაგვიძახა სალაპარაკოდ, ახალ პრემიერ-მინისტრს არ ეყო ამის კაცობა - ზაზა სარალიძე

საქართველო, თბილისი - 10:49 | 10.06.2019
ნანახია: 753

გიორგი კვირიკაშვილს მადლობას ვუხდი, რომ ნაბიჯი გადადგა, ჩვენ დაგვიძახა თავისთან სალაპარაკოდ, რაც ახალმა პრემიერმინისტრმა ვერ გააკეთა, არ ეყო იმის კაცობა, - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის დავით სარალიძის მამამ ზაზა სარალიძემ რუსთავი 2-ის გადაცემაში "კვირის აქცენტები" განაცხადა.

„ყველას გაუკვირდება, მაგრამ არ შემიძლია, ბატონ გიორგი კვირიკაშვილს მადლობა რომ არ გადავუხადო, ელემენტარული იმისთვის, რომ ერთი აღმოჩნდა ადამიანი, რომელიც გამოვიდა და საჯაროდ სამძიმარი მითხრა, აქციაზე, ბოთლები რომ ესროლეს... და ამასთანავე, იმის გამო ვუხდი ძალიან დიდ მადლობას, რომ ნაბიჯი გადადგა ბატონმა კვირიკაშვილმა და ჩვენ დაგვიძახა თავისთან სალაპარაკოდ, რაც ახალმა პრემიერმინისტრმა ვერ გააკეთა, არ ეყო იმის კაცობა... (კვირიკაშვილს რომ ბოთლები ესროლეს) ცუდია, ძალიან ცუდია“, - განაცხადა სარალიძემ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე