"ენერგო-პრო ჯორჯია" კომპანიის კუთვნილ ქსელზე საფრენი აპარატის შეხებას გამოირიცხავს

საქართველო, თბილისი - 13:15 | 06.06.2019
ნანახია: 682

ყაზბეგში მომხდარი უბედური შემთხევევის შესახებ, ენერგო-პრო ჯორჯია განცხადებას ავრცელებს. კომპანიის ინფორმაციით, სს ენერგო-პრო ჯორჯიას გამანაწილებელ ქსელში, გუდაური ყაზბეგის მიმართულებით, დღეს ავარიული გათიშვა არ მომხდარა. აღნიშნულ ქსელში ელექტროენერგიის მიწოდება შეუფერხებლად მიმდინარეობს და შესაბამისად, კომპანიის კუთვნილ ქსელზე საფრენი აპარატის შეხება გამოირიცხა.

სს ენერგო-პრო ჯორჯია მწუხარებას გამოთქვამს დღეს ყაზბეგში მომხდარი უბედური შემთხვევის გამო.

შეგახსენებთ, რომ გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ვერტმფრენი მაღალი ძაბვის გადამცემ ხაზს გამოედო, რამაც მისი ჩამოვარდნა გამოიწვია




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე