სოფელ ზედუბანში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

საქართველო, თბილისი - 10:45 | 06.06.2019
ნანახია: 799

ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედუბანში საცხოვრებელი სახლი დაიწვა.

არსებული ინფორმაციით, ამ დროისათვის საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე ტყიბულის თერჯოლისა და ქუთაისის სახანძრო-სამაშველო ბრიგადები მუშაობდნენ.

ხანძრის გამომწვევ მიზეზებს გამოძიება დაადგენს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე