ის აზრი ბევრჯერ მომდის, მაგრამ ჩემში ძალას ვნახულობ, რადგან მოსახლეობის გვერდში დგომას ვგრძნობ - მალხაზ მაჩალიკაშვილი

საქართველო, თბილისი - 12:38 | 08.05.2019
ნანახია: 638

ის აზრი ბევრჯერ მომდის, მაგრამ ჩემში ძალას ვნახულობ, რადგან მოსახლეობის გვერდში დგომას ვგრძნობ - ამის შესახებ მალხაზ მაჩალიკაშვილმა სუს-ის მიერ გამოქვეყნებული აუდიოჩანაწერის შესახებ საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, არ იცოდა, რომ სუს-ი მის დაკითხვას ტერორისტული აქტის დაგეგმვასთან დაკავშირებით აპირებდა.

„იმათ უნდათ ამოაგდონ  სადმე რაღაცა, რომ მე ან შევისყიდე იარაღი, ან მე მივიტანე იარაღი, ან მქონია რამე კავშირი, ამის შემდეგ შეიძლება დამაბრალონ რაღაც ტერაქტთან დაკავშირებით რამე, იქ ყველა ადამიანი, ვინც ზის თემირლანის სისხლში აქვს ხელი გარეული. საქართველოში მაცხოვრებელმა ადამიანებმა ერთი წუთით წარმოიდგინოს თავი ჩემს ადგილზე.  ამიტომ არ მივდივარ, მაგრამ რომ მცოდნოდა ამ საკითხს ეხება წავიდოდი, ახლა ნებისმიერ დროს წავალ” - განაცხადა მაჩალიკაშვილმა.

როგორც მაჩალიკაშვილი აღნიშნავს, გამოქვეყნებული ჩანაწერი ამოკრეფილია და მსგავსი მცდელობა არასდროს ჰქონია.

„მასეთი საუბარი კი არა, მე მქონია რამდენიმენაირი საუბარი, როდესაც ესენი მიმწყვდევენ კუთხეში და გამოვყავარ მდგომარეობიდან. ეს ფიქრები მოდის ჩემში და ისევ ჩემში ვახშობ, მაგრამ მე ეს მცდელობა არასდროს მქონია. ეს საუბარი, რაც გამოქვეყნდა ამოკრეფილია. თუ დამნაშავე ვარ, მზად ვარ პასუხი ვაგო. მე არ დამიმთავრებია ის სკოლა, მოვიტყუო და ჩემს ღირსებას შევეხო. როცა მამწარებე,ნ მაქვს ხოლმე საუბრები ხან ვისთან, ხან ვისთან. შეიძლება, ვინმეს რამე ვუთხარი. ჩემი მტრის ცოცხალიც მაინტერესებს და მკვდარიც, არა იმიტომ, რომ გავანადგურო, არამედ იმიტომ, რომ ვიცოდე ყველაფერი. მე 5-ჯერ დამიბარეს. ბოლოს 10 საათი დამკითხეს და მათ ვუთხარი, რომ ამის მერე იქ მიმსვლელი არ ვიყავი, თუ ძალით არ მიმიყვანენ, იქ ყველას ჩემი თემირლანის სისხლში აქვს ხელი გარეული. თუ საშიში ვიყავი, დალოდებოდნენ ქმედებას ტერაქტამდე, რომ ფაქტზე დავეჭირე. ესენი მუშაობენ, როგორ გამანადგურონ და გამომამწყვდიონ ციხეში. მე გავიფიქრე, მომივიდა ის აზრი, ბევრჯერ მომდის მაგრამ ჩემში ძალას ვნახულობ, რადგან მოსახლეობის გვერდში დგომას ვგრძნობ. შვილი მომიკლეს, გამამწარეს, მაგრამ მაინც ვცემ ჩემ საქართველოს პატივს“, – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე