საქართველოს მხარდამჭერი აქტი ნათელს ხდის, რომ აშშ მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას

საქართველო, თბილისი - 12:02 | 21.12.2018
ნანახია: 702

ეს დოკუმენტი კარგია საქართველოსთვის და აშშ-სთვის და რუსეთს უგზავნის სიგნალს, ვის მხარეს ვართ ჩვენ, - ამის შესახებ კონგრესმენმა ტედ პომ აშშ-ის კონგრესის მიერ მიღებულ საქართველოს მხარდამჭერ აქტთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ეს აქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველო-აშშ-ის ურთიერთობას და ნათელს ხდის მთელი მსოფლიოსთვის, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და რუსეთმა უნდა დატოვოს ორი ტერიტორია, რომელიც უკანონოდ აქვს ოკუპირებული.

„მეორე - ეს აქტი ადასტურებს, რომ ჩვენი ეროვნული ინტერესები უცვლელია და ეხმარება საქართველოს უსაფრთხოებისა და სამხედრო დახმარების კუთხით.

მესამე - დოკუმენტი მიუთითებს, რომ აშშ-ს სურს თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება საქართველოსთან. დოკუმენტის მთავარი მიზანი ასევე არის, რომ უზრუნველყოს ჩვენი ურთიერთობების განვითარება.

ეს აქტი სხვა რამესაც აკეთებს, სანქციებს უწესებს იმ ადამიანებს, რომლებმაც რუსეთმა საქართველოს ოკუპირებულ ორ ტერიტორიაზე ადამიანის უფლებები დაარღვია. ეს დოკუმენტი კარგია საქართველოსთვის და აშშ-სთვის და რუსეთს უგზავნის სიგნალს, ვის მხარეს ვართ ჩვენ“, – განაცხადა ტედ პომ.

ცნობისთვის, აშშ-ის კონგრესმა საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული კანონპროექტი დაამტკიცა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე