1991 წლის 21 დეკემბერს, ალმათის დეკლარაციით, საბჭოთა კავშირი გაუქმდა

საქართველო, თბილისი - 11:58 | 21.12.2018
ნანახია: 1689

დღეს, 21 დეკემბერი საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის დაშლისა და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის შექმნის დღეა. 23 წლის წინ, 1991 წლის 21 დეკემბერს, ალმათის დეკლარაციით, საბჭოთა კავშირი გაუქმდა. საბოლოოდ კი, ფორმალურად, სსრკ 26 დეკემბერს, უზენაესი საბჭოს სხდომაზე დაიშალა.

ყაზახეთის დედაქალაქ ალმათაში ახალი სახელით გაფორმდა რუსეთის იმპერია: სსრ კავშირის მემკვიდრე გახდა ე. წ. დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა, რომლის შემადგენლობაში არ შევიდნენ ბალტიისპირეთის სახელმწიფოები და საქართველო.

მანამდე, 1991 წლის 8 დეკემბერს, საბჭოთა კავშირის იმ რესპუბლიკების ლიდერები, რომლებიც გაეროს დამაფუძნებელი წევრები იყვნენ ანუ რუსეთის, ბელორუსიისა და უკრაინის - შეიკრიბნენ ბელორუსიაში, ბელოვეჟში და ხელი მოაწერეს "დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ)" შექმნის ხელშეკრულებას.

დსთ-ის შემადგენლობაში ამჟამად შედიან რუსეთი, ბელარუსი, უკრაინა, მოლდოვა, ყაზახეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, ყირგიზეთი, უზბეკეთი, ტაჯიკეთი. ასოცირებული წევრია თურქმენეთი. საქართველოს დსთ-იდან 2009 წლის 18 აგვისტოს ოფიციალურად გამოვიდა.

საბჭოთა კავშირი 1922 წლის 30 დეკემბერს დაარსდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე