გერმანია რუსეთს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გატანილი კულტურული ფასეულობების დაბრუნებას სთხოვს

საქართველო, თბილისი - 14:56 | 20.12.2018
ნანახია: 692

გერმანია რუსეთს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ საბჭოთა კავშირის მიერ გატანილი კულტურული ფასეულობების დაბრუნებას სთხოვს.

გერმანია სურს ჰენრიჰ შლიმანის აღმოჩენებისა და ებერსვალდის განძის დაბრუნება, ასევ ათასობით უნიკალური ოქროს ნივთებისა და სამკაულების დაბრუნება, რომელიც ჩვენს ერამდე მეცხრე საუკუნეს ეკუთვნის.

რუსეთში გერმანიის დიპლომატიური წარმომადგენლობა აღნიშნავს, რომ არ შეიძლება კულტურის ადა ხელოვნების ნიმუშები გამოყენებული იქნას, როგორც კომპენსაცია სამხედრო დანაკარგისთვის.

რუსეთის მუზეუმების დეპარტამენტის ხელმძღვანელის თქმით, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გერმანიიდან გატანილ არავითარ კულტურულ ფასეულებებზე საუბარი არ შეიძლება იყოს.

მისი თქმით, რუსული მუზეუმები თვითონ ეძებენ მოპარულ ექსპონატებს, რომლებსაც ამერიკისა და ევროპის აუქციონებზე ყიდიან.

თუმცა აღნიშნა, რომ შეასძლებელია გაფორმდეს ქვეყნების მთავრობებს შორის შეთანხმება გაცვლის შესახებ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე