ახლა მოსამართლემ მიიღო ეს გადაწყვეტილება?! არ გამაგიჟოთ - ნიკა მელია

საქართველო, თბილისი - 14:34 | 20.12.2018
ნანახია: 1920

ახლა მოსამართლემ მიიღო ეს გადაწყვეტილება?! არ გამაგიჟოთ, მოსამართლეს რაღაცა რომ წასცდენოდა, ცოცხალი ვერ გამოასწრებდა, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ გურჯანიის სასამართლოსთან დავით კირკიტაძის პროცესთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, დავით კირკიტაძე კლასიკური პოლიტიკური პატიმარია.

„ერთი ადამიანი მაინც, ვისაც ჰქონდა მოლოდინი, რომ კირკიტაძეს გაათავისუფლებდნენ? არავის აღარ ეშინია ბიძინა ივანიშვილის. კლასიკური პოლიტიკური პატიმარია, არ ეწყინებათ ჩვენს მეგობრებს ვინც ციხეში არიან ან დევნაში არიან, დავით კირკიტაძე კლასიკური პოლიტიკური პატიმარია. როდესაც ოპოზიციაში მყოფი სხვა ქალაქში ატარებ დემონსტრაციას, გზას კამაზით ჩაგიხერგავენ, არ გიშვებენ, შენ ეუბნები, რომ გაგიშვან და ამის გამო დაიჭერენ, ეს არის კლასიკური პოლიტიკური პატიმარი. იქ არანაირი პოლიცია არ მჯდარა, ეს იყო ფორმიანი დამნაშავე, ყველაფერს ვეცდებით, ჩვენ რომ რაც შეიძლება მალე დავასრულოთ ეს ხელისუფლება”, – განაცხადა ნიკა მელიამ.

ცნობისთვის, დავით კირკიტაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე