ესენი არიან კლასიკური, კოლექტიური ზაზა პაპუაშვილები, ანუ ლაჩრები - ნიკა მელია

საქართველო, თბილისი - 14:13 | 20.12.2018
ნანახია: 872

ყველაფერს გავაკეთებ, რათა კრიმინალი გახარია აღმოჩნდეს გისოსებს მიღმა, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ გურჯანიის სასამართლოსთან განაცხადა.

მისი თქმით, ეს ღირსების საკითხია.

მისივე განცხადებით, 1989 წლის 9 აპრილიც ასე იყო, საზოგადოების ყველაზე აქტიური ნაწილი ქმნიდა ამინდს.

„ჩვენ ძალიან ბევრი ვართ, ვინც აქტიურად ვართ ჩართულები პოლიტიკურ პროცესებში და გვინდა უკეთესი ხვალინდელი საქართველო. ბევრი დრო არ უნდა მივცეთ ამ ხელისუფლებას მარტივი მიზეზის გამო, ვინაიდან თუ მიწასთან გაასწორეს ყველაფერი, მერე გინდ გაუშვი ხელისუფლებიდან და გინდ ჩამოართვი მართვის სადავეები. ერთი რამ ნამდვილად უნდა ვთქვა და ამას მუქარაში არ ჩამითვლით ალბათ, ყველაფერს გავაკეთებ, რათა კრიმინალი გახარია აღმოჩნდეს გისოსებს მიღმა. ეს არის ღირსების საკითხი. პოლიციის კანონიერ მოთხოვნას ვემორჩილები, მაგრამ არ დავემორჩილებით უკანონო მოთხოვნას. ჩვენი დასაცავი გახდებიან, მათ შორის ფიზიკური დასაცავები ამ ხელისუფლების რიგი მაღალჩინოსნები. ესენი არიან კლასიკური, კოლექტიური ზაზა პაპუაშვილები, ანუ ლაჩრები”, – განაცხადა ნიკა მელიამ.

ცნობისთვის, დავით კირკიტაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე