ქვეყანაში არის კიდევ ბევრი პრობლემა, რომლებსაც სჭირდება ღირსეული პასუხები - კახა კალაძე
საქართველო, თბილისი - 13:35 | 20.12.2018 ნანახია: 754ძალიან მნიშვნელოვანია, რაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში გაკეთდა სხვადასხვა მიმართულებით, თუმცა, ცხადია, თვითკმაყოფილი არავინ არის, ქვეყანაში არის კიდევ ბევრი პრობლემა, რომლებსაც სჭირდება ღირსეული პასუხები, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის მიერ მთავრობის წლიური ანგარიშის წარდგენის შემდეგ განაცხდა.
„ძალიან მნიშვნელოვანია ყველაფერი, რაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში გაკეთდა და განხორციელდა სხვადასხვა მიმართულებით. არ დარჩენილა დარგი, რომელსაც პრემიერი არ შეეხო და არ ისაუბრა განხორციელებულ პროექტებზე, რომლებიც მოხერხდა ამ ერთი წლის განმავლობაში. თუმცა, ცხადია, ამით თვითკმაყოფილი არავინ არის, ქვეყანაში არის კიდევ ბევრი პრობლემა, რომლებსაც სჭირდება ღირსეული პასუხები. პრემიერმა ასევე ისაუბრა რეფორმაზე განათლების მიმართულებით, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ასევე ისაუბრა იმ მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომლებიც მომავალ წელს განხორციელდება.
„ერთ-ერთი არის ახალი მიწისზედა მეტროს პროექტის განხორციელება დედაქალაქში. სამგორიდან ლილოს მიმართულებით დაახლოებით რვა ახალი მეტროსადგური აშენდება ამ პროექტის ფარგლებში და ასევე შესაძლებელი იქნება სამგორიდან აეროპორტის მიმართულებით მოემსახუროს მიწისზედა მეტრო მგზავრებს. დაახლოებით 80 მილიონი დაიხარჯება ამ პროექტზე. უახლოეს დღეებში გამოცხადებული იქნება პროექტზე ტენდერი და წლის ბოლომდე გვექნება სრული ინფორმაცია, მონაცემები პროექტის შესახებ და დავიწყებთ განხორციელებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.
პოლიტიკა
- რუსეთი საქართველოს მეგობარი არაა, მაგრამ „ოცნება“ როგორც ჩანს, სხვანაირად ფიქრობს - კონგრესმენი სტივ კოენი
- ვწუხვარ, მაგრამ შორიდან, დამკვირვებლის პოზიციაში ყოფნა ზიანს აყენებს ევროკავშირსაც და ქართველ ხალხსაც - მირიამ ლექსმანი მაკრონს და შოლცს
- არ ექვემდებარება გაუმჯობესებას - რუსულ კანონზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები გამოქვეყნდა
- ასე გამოიყურება ავტორიტარიზმი - მირიამ ლექსმანი მონაცემთა ბაზაზე
სამართალი
- შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის 77 პირი დააკავა, მათგან 23 ნარკორეალიზატორია
- ვაფრთხილებთ აქციის ყველა მონაწილესა და ორგანიზატორს, როდესაც პოლიცია კანონის შესაბამისად დაიწყებს ძალადობრივი ქმედებების აღკვეთას, გამოყენებული იქნება მკაცრი ზომები, როგორც წამყვან ქვეყნებშია მიღებული - თეიმურაზ კუპატაძე
- ლადო აფხაზავასა და მის შვილზე თავდასხმაში ბარალდებულ პირს ბრალი წარედგინა
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
მსოფლიო
- ერდოღანის განცხადებით, ირანის პრეზიდენტის დაღუპვის გამო თურქეთში ერთდღიანი გლოვა გამოცხადდა
- ვწუხვართ ნებისმიერი სიცოცხლის დაკარგვის გამო, მაგრამ ებრაჰიმ რაისის სიკვდილი ირანის მიმართ მიდგომებს არ შეცვლის - მეთიუ მილერი
- უარვყოფთ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის მიერ ისრაელისა და „ჰამასის“ გათანაბრებას, ეს სამარცხვინოა - ენტონი ბლინკენი
- დიდი ბრიტანეთი რუსეთის სამხედრო ატაშეს გააძევებს
კონფლიქტები
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- ისტორიული აღიარება - „პორშე ცენტრი თბილისს“ მსოფლიო ჯილდო PACE 2023 გადაეცა
- „ვოლვო ქარ საქართველოსთან“ პარტნიორობით „ასტრაზენეკა საქართველომ“ ავტოპარკი სრულად ელექტრო ავტომობილებით განაახლა
- „თეგეტა მოტორსში“ 27 აპრილიდან საგაზაფხულო ფასდაკლებები მოქმედებს
- „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, EXIDE-ისა და ENERGIZER-ის აკუმულატორებზე
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა