2022 წელს ფესტივალი „ევროპალია“ საქართველოს მიეძღვნება

საქართველო, თბილისი - 11:09 | 19.12.2018
ნანახია: 642

2022 წელს ფესტივალი „ევროპალია“ საქართველოს მიეძღვნება, - ამის შესახებ ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს სრულუფლებიანმა ელჩმა, ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა, ნატალია საბანაძემ განაცხადა.

ფესტივალი „ევროპალია“ ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ბრიუსელში, სამეფო ოჯახის პატრონაჟით, იმართება, რომელიც ოთხი თვის განმავლობაში გრძელდება.

„გვაქვს ერთი ძალიან სასიხარულო ახალი ამბავი. ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ბრიუსელში იმართება ევროპული მასშტაბის ფესტივალი, რომელიც გრძელდება ოთხი თვის განმავლობაში. ძირითადი ადგილი არის ბრიუსელი, მაგრამ მოიცავს ბელგიას. ფესტივალი ეწყობა სამეფო ოჯახის პატრონაჟით. ირჩევა ქვეყანა, რომელსაც მთლიანად ეძღვნება ფესტივალი. ეს ღონისძიება მოიცავს კულტურის ყველა სფეროს. სექტემბრიდან იანვრამდე იმართება 400-მდე ღონისძიება. 2022 წლის ევროპალია – ასე ჰქვია ამ ფესტივალს, რომელიც საქართველოს მიეძღვნება. 2022 წლის სექტემბრიდან ბრიუსელში, მთლიანად ბელგიაში და ევროპულ დედაქალაქებში იქნება ქართული კულტურის ზეიმი“, – განაცხადა ნატალია საბანაძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე