გაერთიანებული ოპოზიცია დღეს გურჯაანის სასამართლოსთან აქციას გამართავს

საქართველო, თბილისი - 10:53 | 19.12.2018
ნანახია: 651

გაერთიანებული ოპოზიცია დღეს გურჯაანის სასამართლოსთან აქციას გამართავს. როგორც გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა განაცხადა, მათი მოთხოვნა დავით კირკიტაძის გათავისუფლება იქნება.

"მართვის ცენტრი გადაგვაქვს გურჯაანში, სადაც გაიმართება კირკიტაძის სასამართლო პროცესი. ყველანი ვიქნებით იქ, ჩვენ ყველა მხარდამჭერს შეუძლია, შემოგვიერთდეს გურჯაანის სასამართლოსთან, სადაც ჩვენს პოზიციებს გამოვხატავთ. იმის გამო, რომ არ ვიცით კონკრეტულად როდის იქნება პროცესი, ხვალ დილიდან შევიკრიბებით გურჯაანის სასამართლოსთან და ვიქნებით, ვიდრე პროცესი არ ჩატარდება. ვითხოვთ მარტივ რამეს, დავით კირკიტაძე უნდა გათავისუფლდეს, რადგან ის არის აბსოლუტურად უკანონო პატიმარი და პასუხისგებაში უნდა მიეცეს ყველა მაღალჩინოსანი, რომელიც კანონს არღვევდა ველისციხეში”, – განაცხადა ვაშაძემ.

ცნობისთვის, გაერთიანებული ოპოზიციის წევრი დავით კირკიტაძე გუშინწინ დააკავეს. კირკიტაძე დაკავებულია ველისციხეში გამართულ აქციაზე პოლიციელზე თავდასხმისთვის, ფიზიკური შეურაცხყოფისა და ქონების დაზიანებისთვის.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე