თელავში 3 ახალგაზრდა ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს

საქართველო, თბილისი - 10:13 | 19.12.2018
ნანახია: 714

თელავში, აღმაშენებლის ქუჩაზე სამი ახალგაზრდა დაჭრეს.  შემთხვევა გვიან ღამით  მოხდა.

შემთხვევა ცხოველური ნარჩენების გადამამუშავებელი კომპანიის ოფისში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტს წინ სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება უძღვოდა, რის შემდეგაც, სავარაუდო თავდამსხმელმა ავტომატიდან რამდენიმეჯერ გაისროლა. დაჭრილები სასწრაფო დახმარების ჯგუფმა თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

ექიმების თქმით, დაშავებულებს ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობები ქვედა კიდურებზე აღენიშნებათ.

მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე