პოროშენკო და სტოლტენბერგი ნატო-უკრაინის კომისიის საგანგებო სხდომის სასწრაფოდ მოწვევის შესახებ შეთანხმდნენ

საქართველო, თბილისი - 15:53 | 26.11.2018
ნანახია: 759

უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო და ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი სატელეფონო საუბრისას ქერჩის სრუტეში შექმნილი ვითარების გამო ნატო-უკრაინის კომისიის საგანგებო სხდომის სასწრაფოდ მოწვევის შესახებ შეთანხმდნენ.

 ამის შესახებ პრეზიდენტის პრეს-სამსახური იუწყება.

პოროშენკომ ნატოს გენერალურ მდივანს ქერჩის სრუტეში განვითარებული მოვლენებისა და საომარი მდგომარობის რეჟიმის შემოღების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

ამის გარდა პოროშენკომ განაცხადა, რომ აუცილებელია გაძლიერდეს საერთაშორისო ზეწოლა რუსეთზე უკრაინელი მეზღვაურებისა და გემების დაუყოვნებლივ გათავისუფლების მიზნით.

სტოლტენბერგმა თავის მხრივ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ მხარდაჭერა გამოთქვა და რუსეთს საერთაშორისო სამართლის ნორმების დაცვისკენ მოუწოდა.

ნატოში უკრაინის მუდმივი წარმომადგენელი „ტვიტერში“ წერს, რომ ნატო-უკრაინის კომისიის სხდომა ბრიუსელში ორშაბათს მუდმივი წარმომადგენლობის დონეზე გაიმართება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე