ქერჩის სრუტეში შექმნილი სიტუაცია კარგად დაგეგმილი და ორგანიზებულ პროვოკაციაა - მარია ზახაროვა

საქართველო, თბილისი - 14:57 | 26.11.2018
ნანახია: 834

 

რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა ქერჩის სრუტეში შექმნილ სიტუაციას კარგად დაგეგმილ და ორგანიზებულ პროვოკაციას უწოდებს.
„დღეს „ექსპერტები“ განიხილავენ სამართლებრივ ასპექტებს ქერჩის სრუტეში არსებული სიტუაციის შესახებ. სამართალი კარგი რამ არის. მაგრამ ეს ყველაფერი აზრს კარგავს, როდესაც საქმე გვაქვს კარგად დაგეგმილ და ორგანიზებულ პროვოკაციასთან აგრესიული ქმედებების გამოყენებით“, -წერს ზახაროვა Facebook-ის გვერდზე.

მისი თქმით, ყველაფერი, რაზეც აგებულია უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოსა და მისი რეჟიმის პოლიტიკა ეს არის უპასუხისმგებლო, ლაჩრული პროვოკაცია, რადგან მას ახორციელებს უბრალო ხალხის ხელებით. მისი თქმით, მსგავსი პროვოკაცია უკრაინაში სიტუაციის გაუარესებას გამოიწვევს.  

შეგახსნებთ, რომ 25 ნოემბერს, რუსეთის მხრიდან უკრაინული გემების მიმართ თავდასხმა განხორციელდა.რუსი სამხედროების თავდასხმის შედეგად დაიჭრა 6 უკრაინელი. ყირიმის ავტონომიურ რესპუბლიკაში უკრაინის პრეზიდენტის წარმომადგენელის, ბორის ბაბინის განაცხადებით, რუს მესაზღვრეებს 20-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო ჰყავთ დაკავებული.

გვიან ღამით, უკრაინაში ქვეყნის თავდაცვისა და უსაფრთხოების ეროვნული საბჭოს საგანგებო სხდომა გაიმართა, სადაც პრეზიდენტმა პოროშენკომ მხარი დაუჭირა სამხედრო კაბინეტის წინადადებას, უკრაინაში საომარი მდგომარეობის გამოცხადების შესახებ.






არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე