გონს მოეგეთ და შეწყვიტეთ ბოროტება! - უკრაინის პატრიარქი რუსეთს მიმართავს

საქართველო, თბილისი - 13:48 | 26.11.2018
ნანახია: 639

უკრაინის ეკლესიის პატრიარქმა ფილარეტმა უკრაინელ ხალხს რუსული აგრესიის წინააღმდეგ ერთიანობისკენ მოუწოდა.
მისი განცხადება რუსეთის მიერ ოკუპირებულ ქერჩთან უკრაინული გემების დაკავების შესახებ Facebook-ში გამოქვეყნდა.

ფილარეტმა აღნიშნა, რომ 25 ნოემბერს რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ღია აგრესია გამოავლინა.

 „უკრაინელ ხალხს ამ თავდასხმაზე მხოლოდ ერთი პასუხის გაცემა შეუძლია - მამაცურად აღუდგეს წინ მტერს, დაიცვას მშობლიური მხარე, სახელმწიფოებრიობა და თავისუფლება“, - აღნიშნა მან.

 „მოვუწოდებ პოლიტიკოსებს, გვერდზე გადადონ უთანხმოება. თუ მტერი ჩვენს სახელმწიფოებრიობას დაანგრევს, რომელ თანამდებობებზე უნდა იდარდოთ, რა უნდა მართოთ? მოგიწოდებთ ერთიანობისკენ, რადგან გამარჯვების გარეშე არ იქნება მშვიდობა, კეთილდღეობა და თითოეული ჩვენგანის ბედნიერი მომავალი“, - განაცხადა პატრიარქმა.

„კვლავ მივმართავ ძმათამკვლელებს - ახალ კაენებს, რომლებიც ჩვენს ხალხს ძმებს უწოდებდნენ, რომლებიც მოვიდნენ ჩვენს სახლში, რათა დაღვარონ სისხლი და დაგვიმორჩილონ, გონს მოეგეთ და შეწყვიტეთ ბოროტება! ჩააგეთ თქვენი ხმლები და დაბრუნდით თქვენს სახლებში“, - მიმართავს რუსულ მხარეს უკრაინის პატრიარქი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე