შავი ზღვის თავზე ამერიკული სადაზვერვო თვითმფრინავი შეფრინდა

საქართველო, თბილისი - 12:49 | 26.11.2018
ნანახია: 691

აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების რადიოელექტრონული სადაზვერვო თვითმფრინავი Boeing RC-135V საბერძნეთის კუნძულ კრეტაზე განთავსებული სუდა ბეის ავიაბაზიდან აფრინდა და შავი ზღვის აკვატორიისკენ გაფრინდა. ამის შესახებ უკრაინული პორტალი mil.in.ua იუწყება.

პორტალის ცნობით, კიევის დროით 8:30 საათისთვის, თვითმფრინავი ბულგარეთის საჰაერო სივრცეში იმყოფება და ყირიმის სანაპიროსკენ მიემართება.

შეგახსენებთ, 25 ნოემბერს, რუსეთის მხრიდან უკრაინული გემების მიმართ თავდასხმა განხორციელდა.რუსი სამხედროების თავდასხმის შედეგად დაიჭრა 6 უკრაინელი. ყირიმის ავტონომიურ რესპუბლიკაში უკრაინის პრეზიდენტის წარმომადგენელის, ბორის ბაბინის განაცხადებით, რუს მესაზღვრეებს 20-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო ჰყავთ დაკავებული.

გვიან ღამით, უკრაინაში ქვეყნის თავდაცვისა და უსაფრთხოების ეროვნული საბჭოს საგანგებო სხდომა გაიმართა, სადაც პრეზიდენტმა პოროშენკომ მხარი დაუჭირა სამხედრო კაბინეტის წინადადებას, უკრაინაში საომარი მდგომარეობის გამოცხადების შესახებ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე