გაეროს უშიშროების საბჭო უკრაინასთან დაკავშირებით საგანგებო სხდომას გამართავს - ნიკი ჰეილი

საქართველო, თბილისი - 11:03 | 26.11.2018
ნანახია: 609

გაეროს უშიშროების საბჭო უკრაინასთან დაკავშირებით საგანგებო სხდომას გამართავს. ამის შესახებ გაეროში აშშ-ის მუდმივი წარმომადგენელი ნიკი ჰეილი „ტვიტერში“ წერს. სხდომა თბილსის დროით დღეს, 20:00 საათზე გაიმართება.

25 ნოემბერს, რუსეთის მხრიდან უკრაინული გემების მიმართ თავდასხმა განხორციელდა.რუსი სამხედროების თავდასხმის შედეგად დაიჭრა 6 უკრაინელი. ყირიმის ავტონომიურ რესპუბლიკაში უკრაინის პრეზიდენტის წარმომადგენელის, ბორის ბაბინის განაცხადებით, რუს მესაზღვრეებს 20-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო ჰყავთ დაკავებული.

გვიან ღამით, უკრაინაში ქვეყნის თავდაცვისა და უსაფრთხოების ეროვნული საბჭოს საგანგებო სხდომა გაიმართა, სადაც პრეზიდენტმა პოროშენკომ მხარი დაუჭირა სამხედრო კაბინეტის წინადადებას, უკრაინაში საომარი მდგომარეობის გამოცხადების შესახებ.

პოროშენკოს განცხადებით, საომარი მდგომარეობის გამოცხადება არ ნიშნავს, ომის გამოცხადებას და თავდასხმას, თუმცა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისთვის ეს ნაბიჯი აუცილებელია.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე