უკრაინა ევროკავშირს რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს

საქართველო, თბილისი - 10:51 | 26.11.2018
ნანახია: 724

უკრაინა ქერჩის სრუტეში ძალის გამოყენებისთვის ევროკავშირსა  და მის წევრ ქვეყნებს რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ევროკავშირში უკრაინის ელჩი ნიკოლაი ტოჩიცკი Twitter-ში წერს.

 „რუსეთი თავს ესხმის უკრაინას  და ქერჩის სრუტესა და აზოვის ზღვაში უკარინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის ახალ ტალღას იწყებს. დაკავებულია სამი უკრაინული გემი. დაჭრილია 6 უკრაინელი სამხედრო. ევროკავშირმა უნდა იმოქმედოს მტკიცედ და მკაცრად,“ - წერს ელჩი. ის  საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღელს წარმომადგენელს ფედერიკა მოგერინის მიმართავს და მოუწოდებს ეს საკითხი საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე დააყენოს.
 „ჩვენ გვჭირდება ახალი სანქციბეი რუსეთის წინააღმდეგ. უნდა შევაჩეროთ კრემლის ომი უკრაინის წინააღმდეგ“, - აღნიშნავს ტოჩიცკი.

25 ნოემბერს, რუსეთის მხრიდან უკრაინული გემების მიმართ თავდასხმა განხორციელდა.რუსი სამხედროების თავდასხმის შედეგად დაიჭრა 6 უკრაინელი. ყირიმის ავტონომიურ რესპუბლიკაში უკრაინის პრეზიდენტის წარმომადგენელის, ბორის ბაბინის განაცხადებით, რუს მესაზღვრეებს 20-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო ჰყავთ დაკავებული.

გვიან ღამით, უკრაინაში ქვეყნის თავდაცვისა და უსაფრთხოების ეროვნული საბჭოს საგანგებო სხდომა გაიმართა, სადაც პრეზიდენტმა პოროშენკომ მხარი დაუჭირა სამხედრო კაბინეტის წინადადებას, უკრაინაში საომარი მდგომარეობის გამოცხადების შესახებ.

პოროშენკოს განცხადებით, საომარი მდგომარეობის გამოცხადება არ ნიშნავს, ომის გამოცხადებას და თავდასხმას, თუმცა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისთვის ეს ნაბიჯი აუცილებელია.



 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე