უკრაინის პარლამენტი დღეს ქვეყანაში საომარი მდგომარეობის გამოცხადების საკითხს განიხილავს

საქართველო, თბილისი - 10:17 | 26.11.2018
ნანახია: 643

უკრაინის პარლამენტი დღეს ქვეყანაში საომარი მდგომარეობის გამოცხადების საკითხს განიხილავს. პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ პარლამენტს ეროვნული უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის შემდეგ გვიან ღამით მიმართა.

25 ნოემბერს, რუსეთის მხრიდან უკრაინული გემების მიმართ თავდასხმა განხორციელდა.რუსი სამხედროების თავდასხმის შედეგად დაიჭრა 6 უკრაინელი.

გვიან ღამით, უკრაინაში ქვეყნის თავდაცვისა და უსაფრთხოების ეროვნული საბჭოს საგანგებო სხდომა გაიმართა, სადაც პრეზიდენტმა პოროშენკომ მხარი დაუჭირა სამხედრო კაბინეტის წინადადებას, უკრაინაში საომარი მდგომარეობის გამოცხადების შესახებ.

პოროშენკოს განცხადებით, საომარი მდგომარეობის გამოცხადება არ ნიშნავს, ომის გამოცხადებას და თავდასხმას, თუმცა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისთვის ეს ნაბიჯი აუცილებელია.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე