რუს მესაზღვრეებს 20-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო ჰყავთ დაკავებული - ბორის ბაბინი

საქართველო, თბილისი - 10:11 | 26.11.2018
ნანახია: 607

რუს მესაზღვრეებს 20-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო ჰყავთ დაკავებული, – ამის შესახებ ყირიმის ავტონომიურ რესპუბლიკაში უკრაინის პრეზიდენტის წარმომადგენელმა, ბორის ბაბინმა განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტი, პეტრო პოროშენკო საომარი მდგომარების გამოცხადებასთან დაკავშირებით სამხედრო კომიტეტის წინადადებას მხარს უჭერს. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, პაველ კლიმკინის განცხადებით, უკრაინის ტერიტორიაზე აგრესიის გარდა, რუსეთმა ომი ნეიტრალურ წყლებშიც გააჩაღა.

ქერჩის სრუტეში რუსეთის აგრესიული მოქმედების გამო, უკრაინა გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანაგებო სხდომის მოწვევას გეგმავს.

რუსეთი უკრაინულ გემებს ტერიტორიულ წყლებში შეჭრაში ადანაშაულებს.

რუსულმა ხომალდებმა უკრაინის გემებს ოდესის პორტიდან მარიუპოლის პორტში გადაადგილების დროს ცეცხლი გაუხსნეს. დაჭრილია 6 უკრაინელი სამხედრო.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე