რუსი სამხედროების უკრაინულ გემებზე იერიშის შედეგად 6 ადამიანი დაიჭრა

საქართველო, თბილისი - 10:06 | 26.11.2018
ნანახია: 633

რუსი სამხედროების უკრაინულ გემებზე იერიშის შედეგად 6 ადამიანი დაიჭრა, მათგან ორის მდგომარეობა მძიმეა. აღნიშნულ ინფორმაციას ადასტურებს უკრაინის საზღვაო ძალების სამსახური. 

მათივე ცნობით, ცეცხლის გახსნის შემდეგ, უკრაინული გემები რუსეთის სპეცდანიშნულების რაზმის წევრებმა შეიპყრეს.

"გემებს კურსი აქვთ დაკარგული, ორი მცირე ზომის საარტილერიო გემი "ბერდიანსკი" და "ნიკოპოლი" მოწინააღდეგის ცეცხლის ქვეშ მოექცა. ბუქსირი "იანი კაპუ" ძალადობრივად შეაჩერეს", - წერს უკრაინული მედია უკრაინის საზღვაო ძალების ინფორმაციაზე დაყრდნობით.

პოროშენკოს პრესსპიკერის ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტმა საგანგებო "სამხედრო კაბინეტის" სხდომა მოიწვია.

რუსულ მხარეს ამ დრომდე კომენტარი არ გაუკეთებია. 

შეგახსენებთ, რომ 25 ნოემბერს, დილით, რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურმა სამსახურმა განაცხადა, რომ სამმა უკრაინულმა ხომალდმა რუსეთის საზღვარი უკანონოდ გადაკვეთა და ქერჩის სრუტისკენ მიემართება. უკრაინული მხარის მტკიცებით,  ხომალდების მარშრუტის შესახებ რუსეთი ინფორმირებული იყო და გემები ოდესიდან მარიუპოლში მიემართებოდნენ. 

მოგვიანებით რუსეთმა ქერჩის სრუტე სამოქალაქო გემებისთვის ჩაკეტა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე