პაკისტანში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 30-მდე გაიზარდა

საქართველო, თბილისი - 13:43 | 23.11.2018
ნანახია: 682

პაკისტანში, ჰანგუს ოლქში მომხდარი აფეთქების შედეგად მსხვერპლთა რაოდენობა 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა კიდევ 40-ზე მეტი ადამიანი.

გავრცელებული ცნობით, დაღუპულთა შორის სამი ბავშვია. ასაფეთქებელი მოწყობილობა დისტანციური მართვით დამონტაჟებული იყო მოტოციკლზე.

აფეთქება მოხდა სასულიერო სასწავლებლის კართან.

თავდასხმა მოხდა ქალაქ ყარაჩიში ჩინეთის საკონსულოზეც. ინციდენტის შედეგად დაიღუპა ორი პოლიციელი და ერთი დაიჭრა.

გავრცელებული ცნობით, სამმა თავდამსხმელმა სროლა დაიწყო და ხელყუმბარა აააფეთქა დიპლომატიური მისიის წარმომადგენლობის შენობასთან. საკონსულოს დაცვამ თავდამსხმელებს სროლით უპასუხა. ინციდენტის ადგილზე იმყოფებიან პოლიციისა და სპეცრაზმის წარმომადგენლები.






არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე