ტაივანში სარკინიგზო კატასტროფის შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა, 160 კი დაშავდა

საქართველო, თბილისი - 10:25 | 22.10.2018
ნანახია: 643

ტაივანში სარკინიგზო კატასტროფას 18 ადამიანი ემსხვერპლა, 160 კი დაშავდა.

მატარებელი, რომელიც ტაიბეიდან ტაიდუნში მიდიოდა, რელსებიდან გადავიდა. შემადგენლობის ხუთი ვაგონი გადატრიალდა. კატასტროფის მომენტში მატარებელში 366-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა.

შემთხვევის ადგილზე სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. დაზიანებულ ვაგონებში დარჩენილი მგზავრების ზუტსი რაოდენობა უცნობია.

მედიის ცნობით, მატარებლი ტაივანში ყველაზე ახალი იყო, ის ექსპლუატაციაში 2013 წელს ჩაუშვეს. მატარებელი საათში 150 კმ-ს ავითარებდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე