ტრამპმა კონგრესმენი ჟურნალისტის ცემისთვის შეაქო

საქართველო, თბილისი - 17:35 | 19.10.2018
ნანახია: 709

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რესპუბლიკელი კონგრესმენი გრეგ ჯიანფორტე გაზეთ The Guardian-ის ჟურნალისტის ბენ ჯეიკობსის წინააღმდეგ საბრძოლო ილეთის გამოყენებისთვის შეაქო.
ტრამპმა პოლიტიკოსს „ყოჩაღი ბიჭი“ და „კერკეტი კაკალი“ უწოდა.

„გრეგი ჭკვიანია და არასდროს სცადოთ მასთან შებრძოლება. ის, ვისაც ასეთი გდება შეუძლია, მაგარი ბიჭია“, - აღნიშნა პრეზიდენტმა მონტანაში მხარდამჭერების წინაშე გამოსვლისას.

ინციდენტი 2017 წელს მონტანაში კონგრესმენის შტაბბინაში მოხდა. რეპორტიორის თქმით, ჯიანფორტესთვის შეკითხვის დასმას ცდილობდა, ის კი მას თავს დაესხა, იატაკზე დააგდო და სათვალე გაუტეხა.

პოლიტიკოსმა დანაშაული აღიარა, ბოდიში მოიხადა და ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტს 50 ათასი დოლარი შესწირა.  





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე