79 წლის მამაკაცი სახლში 10 წლის წინ გარდაცვლილი მამის ცხედარს ინახავდა

საქართველო, თბილისი - 16:35 | 19.10.2018
ნანახია: 665

ჩრდილოეთ საფრანგეთში ხანშიშესული მამაკაცი ანდრე არნო ათ წელი მამის ცხედარს სახლში ინახავდა. მედიის ცნობით მუმია მხოლოდ უმცროსი არნოს გარდაცვალების შემდეგ იპოვეს.

ინციდენტი საფრანგეთის ქალაქ სენ-კანტენში მოხდა. 79 წლის არნო უმცროსი სექტემბერში გარდაიცვალა.

რამდენიმე დღის შემდეგ არნოსთან მივიდა მისი ბიძაშვილი, რომელმაც გარდაცვლილ  შვილთან ერთად მამის ფელიქს არნოს მუმიფიცირებული გვამიც აღმოაჩინა. უფროსი არნო 10 წლის წინ გარდაიცვალა, თუმცა მის სიკვდილის შესახებ პასუხიმგებელი ორგანოებისთვის არავის უცნობებია.

ადგილობრივ პოლიციაში განაცხადეს, რომ ორივე მამაკაცი ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე