ალჟირში სახელმწიფო დაწესებულებებში ქალებს ნიქაბის ტარება აეკრძალათ

საქართველო, თბილისი - 16:18 | 19.10.2018
ნანახია: 732

ალჟირის ხელისუფლებამ ადმინისტრაციულ დაწესებულებებში ნიქაბის ტარება აკრძალა. ამის შესხებ Associated Press-ი იუწყება.

სააგენტოს ცნობით, ალჟირის პრემიერ მინისტრმა აჰმედ უიჰიამ შესაბამისი განკარგულება სამინისტროებსა და რეგიონულ სახელმწიფო სამსახურებს განუმარტა.

პრემიერმა აღნიშნა, რომ სახელმწიფო სტრუქტურების თანამშრომლებმა უნდა დაიცვან უსაფრთხოების ზომები, რაც თავის მხრივ ითვალისწინებს პირის ფიზიკური ნიშნების მუდმივ იდენტიფიკაციას.

ალჟირელი ქალები მუსულმანური თავსაბურავის არჩევისას უპირატესობას ანიჭებენ ჰიჯაბს, რომლის ტარების დროს ქალის სახე დაფარული არ არის. ალჟირელი ქალების მხოლოდ მცირე ნაწილი ატარებს ნიქაბს, რომელშიც ქალს მხოლოდ თვალები უჩანს.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე