თვითმფრინავის მგზავრები ძლიერი ტურბულენტურობის გამო დაშავდნენ

საქართველო, თბილისი - 15:31 | 19.10.2018
ნანახია: 933

არგენტინის უმსხვილესი ავიაკომპანია Aerolíneas Argentinas-ის თვითმფრინავის 15 მგზავრი ძლიერი ტურბულენტურობის გამო დაშავდა. ამის შესახებ ავიაგადამყვანის საიტზე გამოქვეყნებულ პრეს-რელიზშია ნათქვამი. ინციდენტი მაიამი-ბუენოს-აირესის რეისს შეემთხვა. თვითმფრინავის ბორტზე 192 ადამიანი იმყოფებოდა. ტურბულენტური ზონიდან გამოსვლის შემდეგ საჰაერო ხომალდის ეკიპაჟმა დაშავებულებს დახმარება აღმოუჩინა.

დაშვების შემდეგ მგზავრებს, რომლებმაც მკვეთრი რყევების გამო მსუბუქი დაზიანებები მიიღეს, დახმარება ავიაკომპანიის მედპერსონალმა გაუწია.

მედიის ცნობით, ავიაკომპანიამ დაიწყო მომხდარის გამოძიება იმის დასადგენად ადგილი ხომ არ ჰქონდა პილოტის შეცდომას თვითმფრინავის მართვის დროს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე