ინტერპოლის გაუჩინარებული ექს-პრეზიდენტის ცოლი შიშობს, რომ ის ცოცხალი აღარ არის

საქართველო, თბილისი - 13:22 | 19.10.2018
ნანახია: 675

ინტერპოლის გაუჩინარებული ექს-პრეზიდენტის მენ ჰუნვეის ცოლი გრეის მენი შიშობს, რომ მისი ქმარი ცოცხალი აღარ არის. მენ ჰუნვეი სექტემბერში ჩინეთში ჩასვლის შემდეგ დაიკარგა.
„ვფიქრობ, რომ ის პოლიტიკური მოტივით იდევნება. დარწმუნებული არ ვარ, რომ ის ცოცხალია“, - განაცხადა მან “ბი ბი სისთან“ ინტერვიუში. გრეის მენმა აღიარა, რომ იღებს სატელეფონო მუქარებს, მაგრამ ვერ ხვდება, ამ ყველაფრის უკან რა დგას.

საფრანგეთის ხელისუფლებამ დაიწყო გამოძიება ინტერპოლის პრეზიდენტის მენ ჰუნვეის გაჩინარებასთან დაკავშირებით. ის ჩინეთში 29 სექტემბერს გაემგზავრა და მას შემდეგ არავის უნახავს.

 ინტერპოლის პრეზიდენტის გაუჩინარების შესახებ საფრანგეთის პოლიციას მისმა ცოლმა აცნობა. ის შვილებთან ერთად ლიონში ცხოვრობს, სადაც ორგანიზაციის შტაბბინა მდებარეობს.

ორი კვირის წინ პეკინმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ ინტერპოლის დაკარგული ხელმძღვანელი ჩინეთში კანონდაღვევაშია  ეჭვმიტანილი და ზედამხედველობის სახელმწიფო სამსახური მის მიმართ გამოძიებას ატარებს.

რამდენიმე საათის შემდეგ ინტერპოლმა განაცხადა, რომ მენ ჰუნვეის ინტერპოლის პრეზიდენტობის უფლებამოსილება მოეხსნა. ჩინეთის ეროვნული უსაფრთხოების სამინისტროს ინფორმაციით, ჰუნვეის კორუფციასა და კანონების დარღვევას ედავებიან.






არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე