50 წლის მამაკაცი საავადმყოფოში თავს ექიმად ასაღებდა

საქართველო, თბილისი - 16:04 | 11.10.2018
ნანახია: 912

 

საფრანგეთის ქალაქ ბორდოს საავადმყოფოში მამაკაცი ორი კვირის განმავლობაში თავს ექიმად ასაღებდა, ვიდრე ის პოლიციამ არ დააკავა. ამის შესახებ ტელეარხი France 3 იუწყება.

50 წლის ფრანგმა მამაკაცმა, რომლის ვინაობაც არ სახელდება, ექიმის სამოსი და სტეტოსკოპი  მოიპარა და Pellegrin-ის საავადმყოფოში ორი კვირის განმავლობაში თავს ექიმად ასაღებდა. როდესაც „კოლეგები“ მას შეკითხვებს უსვამდნენ, პასუხობდა, რომ სხვა განყოფილებიდან გადავიდა.

საბოლოოდ ის საავადმყოფოს უსაფრთხოების სამსახურმა შეამჩნია და დააკავა.

პოლიციაში  დაკავებულმა დანაშაული აღიარა და განაცხადა, რომ მთელი ცხოვრება ექიმობაზე ოცნებობდა.

ამ დროისთვის მამაკაცი გათავისუფლებულია, თუმცა მის საქმეს სასამართლო განიხილავს.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე