2018 წელს მსოფლიოში 56 ჟურნალისტია მოკლული

საქართველო, თბილისი - 14:55 | 11.10.2018
ნანახია: 710

საერთაშორისო ორგანიზაციის „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ (RSF) განცხადებით, 2018 წელს მსოფლიოში 56 ჟურნალისტია მოკლული. ორგანიზაცია მოითხოვს დაინიშნოს გაეროს სპეციალური წარმომადგენელი ჟურნალისტების დაცვის საკითხებში.

ორგანიზაციის მონაცემებით, პროფესიული სამუშაოს შესრულების დროს 2018 წელს მსოფლიოში 56 ჟურნალისტი მოკლეს. 2017 წელს მედიის 55 წარმომადგენელია მოკლული. ჟურნალისტების უმეტესობა კონფლიქტების ზონაში დაიღუპა.

 „სიკვდილიანობის საგანგაშო რაოდენობა  მიუთითებს იმაზე, რომ სასწრაფოდ შეიქმნას ჟურნალისტების დაცვის დამატებითი მექანიზმი. „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“  მოითხოვს დაინიშნოს გაეროს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი. ჩვენს ინიციატივას მხარს უჭერს სახელმწიფოების უფრო და უფრი მეტი რაოდენობა, მსოფლიოს 130 მედიასაშუალება, ორგანიზაცია და პროფკავშირები“, - განაცხადა ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა კრისტოფ დელუარმა.

ავღანეთში, სადაც ყველაზე მეტი ჟურნალისტი იღუპება, 2018 წელს 13 ჟურნალისტია მოკლული. ავღანეთის შემდეგ მოდის იემენი, სადაც წელს ხუთი ჟურნალსიტი დაიღუპა, მედიის ორ-ორი წარმომადგენელია მოკლული პაკისტანში, პალესტინასა და სირიაში. სირიაში მოკლული რეპორტიორების რაოდენობა უკანასკნელ წელს შემცირდა. ამავე დროს ორგანიზაციის მონაცემებით, სირიაში მიმდინარე საომარი მოქმედებების შედეგად ცხრა ჟურნალისტი დაიღუპა.

სულ 2018 წლის დასაწყისიდან საომარი მოქმედებების ზონაში 29 ჟურნალისტია მოკლული.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე