დაღუპულები და დაკარგულები - კუნძულ მაიორკაზე წყალდიდობის მძიმე შედეგები

საქართველო, თბილისი - 13:47 | 11.10.2018
ნანახია: 836

ესპანეთის კუნძულ მაიორკაზე წყალდიდობის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა , სამი კი ამ დრომდე დაკარგულად მიიჩნევა.

დაღუპულთა შორის ექვსი ესპანეთის, ორი ბრიტანეთის, ერთი კი ჰოლანდიის მოქალაქეა. კიდევ ერთი მამაკაცის ვინაობა დაუდგენელია.

მაშველები სამ დაკრგულს - ერთ ბავშვს და გერმანიის ორ მოქალაქეს ეძებენ.

დაკარგული ბავშვი 5 წლისაა. ის დედასთან და დასთან ერთად მანქანით მგზავრობდა, როდესაც წყალდიდობა დაიწყო. დედამ შვიდი წლის ქალიშვილი გადაარჩინა, თუმცა ის და მისი 5 წლის ბიჭი წყლის ნაკადმა გაიტაცა.

ესპანეთში წყალდიდობის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალდა სან-ლორესნოს, სონ-სერვერას, არტისა და სილიოტის მუნიციპალიტეტები.

ასობით სახლი დაიტბორა, წყლის ნაკადამა მანქანები წაიღო, განხორციელდა ორ ათასი ადამიანის ევაკუაცია, ათობით საავტომობილო გზა გადაიკეტა, სახლების უმეტესობა ელექტროენერგიის გარეშე დარჩა, სკოლებში მეცადინეობა შეწყვეტილია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე