პლასტმასის ერთჯერადი პროდუქცია ევროკავშირში სავარაუდოდ 2021 წლიდან აიკრძალება

საქართველო, თბილისი - 12:16 | 11.10.2018
ნანახია: 1009

ევროპარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტმა 2021 წლისთვის ევროკავშირში პლასტმასის ერთჯერადი პროდუქციის აკრძალვას მხარი დაუჭირა.

აკრძალვა შეეხება პროდუქციას, რომელზეც ზღვის ნაგვის 70 პროცენტზე მეტი მოდის. ასევე პლასტმასის თეფშები და მაგადის მოწყობილობა, რომლებიც 202ქ წლიდან აიკრძალება.

იმ პროდუქციის გამოყენების აკრძალვას, რომლისთვისაც ალტერნატიული ვარიანტები არ არსებობს, ევროკავშირი 2025 წლიდან სთავაზობს. ასეთ პროდუქციას განეკუთვნება ერთჯერადი ყუთები ჰამბურგერებისთვის და საკვების, დესერტისა და ნაყინის კონტეინერები.

მოხსენებას კენჭისყრაზე ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე 22-25 ოქტომბერს გაიტანენ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე