იტალიაში ყველაზე საშიში მაფიოზი დააკავეს

საქართველო, თბილისი - 17:45 | 05.10.2018
ნანახია: 940

იტალიის პოლიციამ ევროპოლის დახმარებით სიცილიაში დააკავა ერთ-ერთი ყველაზე საშიში მაფიოზი და „კოზა ნოსტრას“ ცნობილი წევრის შვილი. დაკავებულის ვინაობა არ სახელდება.
იტალიის პოლიცია მაფიოზს 2016 წლიდან ეძებდა, მას ბრალდ ედება სასტიკი სამმაგი მკვლელობა, რომელიც 2006 წელს ჩრდილოეთ იტალიაში მოხდა.

ევროპოლმა და იტალიელმა სამართალდამცველებმა მიმდინარე წელს ანალოგიური ოპერაციები უკვე ჩაატარეს, რომლის დროსაც „კოზა ნოსტრას“ სამი წევრი და ორგანიზაცია „ინდრანგეტის“ ერთ-ერთი მეთაური დააკავეს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე