ინტერპოლის პრეზიდენტი ჩინეთში დააკავეს

საქართველო, თბილისი - 17:11 | 05.10.2018
ნანახია: 1003

ინტერპოლის პრეზიდენტი მენ ჰუნვეი, რომლის გაუჩინარების შესახებაც ინფორმაცია გავრცელდა, ჩინეთში დააკავეს. South China Morning Post-ი წყაროზე დაწყრდნობით წერს, რომ მის წინააღმდეგ დაწყებულია გამოძიება.

ინფორმაცია მისი ამჟამინდელი  ადგილსამყოფელის შესახებ არ ვრცელდება.

ასევე უცნობია რა საქმეზეა ის დაკავებული.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ხელისუფლებამ დაიწყო გამოძიება ინტერპოლის პრეზიდენტის მენ ჰუნვეის გაუჩინარების შესახებ.  

64 წლის მენ ჰუნვეი 29 სექტემბერს საფრანგეთიდან ჩინეთში გაემგზავრა.

ჰუნვეის გაუჩინარების შესახებ ხელისუფლებას მისმა ცოლმა აცნობა. ქალი შვილებთან ერთად ლიონში ცხოვრობს, სადაც ინტერპოლის შტაბ-ბინაა განთავსებული.

მენ ჰუნვეი ორგანიზაციას 2016 წლიდან ხელმძღვანელობს. მანამდე ის ჩინეთის უშიშროების მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა. ის ასევე იყო ჩინეთში ინტერპოლის ცენტრალური ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელიც.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე