ამერიკელი მოდელი ემილი რატაკოვსკი დააკავეს

საქართველო, თბილისი - 15:51 | 05.10.2018
ნანახია: 2088

ამერიკელი ტოპ-მოდელი  ემილი რატაკოვსკი ბრეტ კავანოს აშშ-ის უმაღლესი სასამართლოს მოსამართლის პოსტზე დანიშვნის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე დააკავეს. ამის შესახებ მან Twitter-ში დაწერა.

„დღეს დამაკავეს ბრეტ კავანოს წინააღმდეგ გამართულ აქციაზე, ადამიანის, რომელიც უამრავჯერ დაადანაშაულეს სექსუალურ შევიწროებაში. მამაკაცი, რომელმაც ამდენ ქალს ტკივილი მიაყენა, არ შეიძლება ხელისუფლებაში იყოს“, - წერს მოდელი.

რატაკოვსკისთან ერთად დააკავეს მსახიობი ემი შუმერიც. სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც პოლიციელი შუმერს ეკითხება, უნდა თუ არა, რომ დააკავონ, რაზეც მსახიობმა უპასუხა: „დიახ“.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე