კონგოში ებოლათი დაავადებულთა რაოდენობა იზრდება

საქართველო, თბილისი - 15:14 | 05.10.2018
ნანახია: 671

მომაკვდინებელი ვირუს ებოლათი დაავადებულთა რაოდენობამ კონგოში 160-ს გადააჭარბა. მათგან გარდაიცვალა 106. ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ განაცხადა.

ორგანიზაციის მონაცემებით, ვირუსის გავრცელების ზონები კივუსა და იტურის პროვინციებში მდებარეობს.

ორგანიზაციის განცხადებით, ხშირია ახალი შემთხვევების შესახებ დაგვიანებული ინფორმაცია და უსაფრთხოების კუთხით  რეგიონში შექმნილი მძიმე მდგომარეობა,  რაც ებოლას გავრცელების საფრთხეს ზრდის.






არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე