რუსეთმა უნდა შეწყვიტოს უპასუხისმგებლო ქმედებები - იენს სტოლტენბერგი

საქართველო, თბილისი - 17:16 | 04.10.2018
ნანახია: 686

ნატო ნიდერლანდების მიერ ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციაზე რუსეთის მოქალაქეების მხრიდან კიბერთავდასხმის მცდელობასთან დაკავშირებით, რუსეთს მოუწოდებს შეწყვიტოს უპასუხისმგებლო ქმედებები.  ალიანსის გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის თქმით, ნატო ამ ინციდნეტის გამო უსაფრთხოების ზომებს გააძლიერებს.

„ნატოს წევრები და მოკავშირეები სოლიდარულები არიან ნიდერლანდებისა და ბრიტანეთის მიმართ. რუსეთმა უნდა შეწყვიტოს უპასუხისმგებლო ქმედებები“, - განუცხადა სტოლტენბერგმა ჟურნალისტებს.

მისი თქმით, ალიანსი რუსეთის მცდელობების საპასუხოდ ყოველ დღე კიბერუსაფრთხოების სფეროში ზომებს გააძლიერებს. როგორც გენერალური მდივანი აცხადებს, ორგანიზაციაზე თავდასხმის მცედლობამ კრახი განიცადა, რაც კიბერუსაფრთხოების სფეროში ნატოს მიერ მიღებული ზომების ეფექტიანობაზე მიუთითებს.  

ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა ანკ ბეილეველდმა განაცხადა, ქვეყნის სპეცსამსახურებმა ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციაზე რუსეთის მოქალაქეების მიერ დაგეგმილი კიბერთავდასხმა აღკვეთეს. ეჭვმიტანილები ქვეყნიდან 13 აპრილს გააძევეს, მათ დიპლომატიური პასპორტები ჰქონდათ.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ნიდერლანდების ბრალდებას დასაველთის ჯაშუშომანია უწოდეს.






არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე