გაეროს საერთაშორისო სასამართლომ აშშ-ის მიმართ ირანის სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა

საქართველო, თბილისი - 14:39 | 03.10.2018
ნანახია: 867

გაეროს საერთაშორისო სასამართლომ მიიღო წინასწარი დადგენილება, რომელიც ნაწილობრივ აკმაყოფილებს ირანის სარჩელს აშშ-ის წინააღმდეგ სანქციების განახლებასთან დაკავშირებით.
თეირანის აზრით, ვაშინგტონის ქმედება არღვევს მეგობრობის, ეკონომიკური ურთიერთობებისა და საკონსულო სამართლის ხელშეკრუებას.

სასამართლოის მიაჩნია, რომ ორმა ქვეყანამ არ მიმართა საკმარის ძალისხმევას გამწვავებული ურთიერთობის დიპლომატიური გზით დარეგულირებისთვის. სასამრთლომ ორივე მხარეს მოუწოდა თავი შეიკავონ ისეთი ქმედებებისგან, რომლებიც სიტუაციას უფრო გაართულებენ.

გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ 1955 წელს მიღწეული მოლაპარაკებების შედეგად, აშშ-მა უნდა აღმოფხვრას 2018 წლის 8 მაისის შემდეგ გაჩენილი ყველა დაბრკოლება და უზრუნველყოს ირანში მედიკამენტებისა და სამედიცინო აღჭურვილობის, სასოფლო სამეურნეო პროდუტების, სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოებისთვის ყველა აუცილებელი სათადარიგო ნაწილებისა დაა მოწყობილობების თავისუფალი ექსპორტი.






არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე