დანით შეიარაღებული ქალი საბავშვო ბაღს თავს დაესხა - არიან დაჭრილები

საქართველო, თბილისი - 14:49 | 21.09.2018
ნანახია: 1094

სულ მცირე 5 ადამიანი დაიჭრა საბავშვო ბაღზე თავდასხმის შედეგად. ინციდენტი ნიუ-იორკში, კუინსის რაიონში მოხდა. დანით შეიარაღებული ქალი თავს საბავშო ბაღში მყოფ პირებს დაესხა. დაჭრილთა შორის სამი ბავშვია. თავდამსხმელი დაკავებულია.
დაჭრილების სიცოცხლე საფრთხე არ ემუქრება, თუმცა ერთ-ერთმა ბავშვმა სხეულის სერიოზული დაზიანებები მიიღო.

პოლიციის ცნობით, თავდასხმა 52 წლის ქალმა განახორციელა. დაწყებულია გამოძიება.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე