საქართველოს პრეზიდენტის სიძე დაჭრეს

საქართველო, თბილისი - 11:20 | 06.07.2018
ნანახია: 823

საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის სიძე, მინდია გოგოჭური დაჭრეს.

გოგოჭურს სამი ტყვია ფეხში აქვს მოხვედრილი.

ის რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს და 3-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე