პრეზერვატივ „აიისას“ საქმეზე გადაწყვეტილებას სასამართლო დღეს გამოაცხადებს

საქართველო, თბილისი - 10:00 | 04.05.2018
ნანახია: 859

დღეს, 4 მაისს, 10:15 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, ლაშა თავართქილაძე, საქმეზე თბილისის მერია „აიისას“ წინააღმდეგ გადაწყვეტილებას გამოაცხადებს.

აიისას-ს მფლობელის ანი გაჩეჩილაძის მიმართ ქალაქ თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ შედგენილ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში 2 მაისს შედგა.

მერია მიიჩნევს, რომ პრეზერვატივ „აიისას“ შეფუთვაზე დატანილი ვიზუალიზაცია არაეთიკურია, რადგან ლახავს საზოგადოებრივ მორალს, კონკრეტული საზოგადოებრივი ჯგუფის რელიგიურ გრძნობებსა და ეროვნულ ღირსებას. თბილისის მერია პრეზერვატივის მწარმოებლის დაჯარიმებას (500 ლარის ოდენობით) და მისთვის მსგავსი შეფუთვისა და რეკლამის სამომავლო გამოყენების აკრძალვას მოითხოვს.

GDI, რომელიც ანი გაჩეჩილაძის ინტერესებს იცავს, იმედს იტოვებს, რომ სასამართლო გადაწყვეტილების მიღების პროცესში იხელმძღვანელებს საქართველოს კონსტიტუციიის და მის შესახებ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრქატიკის, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციიისა და მის შესახებ პრეცედენტული სამართლის შესაბამისად და არ დააკმაყოფილებს თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მოთხოვნას, რადგან, GDI-ს განმარტებით, რელიგიური გრძნობებისა და ეროვნული ღირსების დაცვის მოტივით სიტყვის თავისუფლების შემზღუდავი გადაწყვეტილების მიღება ცენზურის სახიფათო პრეცედენტად იქცევა.

"აღსანიშნავია, რომ საქმის განხილვისას სასამართლომ არ დააკმაყოფილა შუამდგმლობა, რომლითაც სასამართლოსგან მოვითხოვდთ საქმის განხილვის შეჩერებას და „რეკლამის შესახებ“ კანონის იმ ნორმების კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოსათვის წარდგინებით მიმართვას, რომლის შესაბამისადაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი იქნა შედგენილი და რომელიც ცალსახად ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით დაცულ გამოხატვის თავისუფლებას.

წუხილს გამოვთქვამთ იმის გამოც, რომ მოსამართლემ სათანადო რეაგირების გარეშე ტოვებდა დარბაზში დამსწრე პირების მხრიდან აიისას წარმომადგენლების შეურაცხყოფელ წამოძახილებს, რეპლიკებსა და მერიის წარმომადგენელთან პროცესის მიმდინარეობისას კომუნიკაციას. სასამართლომ მხოლოდ ერთ მსგავს ეპიზოდზე მოახდინა რეაგირება და დიმიტრი ლორთქიფანიძის სიტყვიერი გაფრთხილებით შემოიფარგლა.

არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ვერ აკმაყოფილებდა კანონის ფორმალურ და მატერიალური მოთხოვნებს. ოქმი იყო დაუსაბუთებელი და ვიზუალური მასალის არაეთიკურობასთან დაკავშირებით მერიის წარმომადგენლის პოზიცია ეფუძნება აბსტრაქტულ შეფასებებს და მის სუბიექტურ წარმოდგენებს რელიგიის, მორალისა და ზნეობის შესახებ.

ყოველივე ზემოთქმულის მიუხედავად ვიტოვებთ იმედს, რომ სასამართლო გადაწყვეტილების მიღების პროცესში იხელმძღვანელებს საქართველოს კონსტიტუციიის და მის შესახებ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრქატიკის, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციიისა და მის შესახებ პრეცედენტული სამართლის შესაბამისად და არ დააკმაყოფილებს თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მოთხოვნას, რადგან რელიგიური გრძნობებისა და ეროვნული ღირსების დაცვის მოტივით სიტყვის თავისუფლების შემზღუდავი გადაწყვეტილების მიღება ცენზურის სახიფათო პრეცედენტად იქცევა", - ნათქვამია "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას" განცხადებაში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე