არ შეიძლება ქუჩაში, სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული 6 პირი ადამიანებს თავზე ახტებოდეს და ასფალტზე ათრევდეს - ზურაბ ჯაფარიძე

საქართველო, თბილისი - 14:54 | 03.05.2018
ნანახია: 1085

პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“ ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემ ვაკე-საბურთალოს პოლიციის განყოფილება დატოვა. ჯაფარიძე პოლიციაში გამოკითხვაზე იყო დაბარებული, საიდანაც ის საქალაქო სასამართლოში წავიდა. სწორედ იქ გაიმართება ზურაბ ჯაფარიძის, იაგო ხვიჩიას და ვახო მეგრელიშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება. 

„რაღაც კადრები მაჩვენეს, რომელშიც რაღაც უხამს სიტყვებს ვიძახი, მაგრამ ეს სიტყვები პოლიციელების წინააღმდეგ არ არის მიმართული. სავარაუდოდ, დღეს ერთი სასამართლო იქნება, სადაც სამივეს გაგვასამართლებენ. საქართველოში ნარკოპოლიტიკა არის შესაცვლელი. არ შეიძლება ქუჩაში, სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული 6 პირი ადამიანებს თავზე ახტებოდეს და ასფალტზე ათრევდეს. ეს არის არაცივილური მოქცევა", - განაცხადა ჟურნალისტებთან ზურაბ ჯაფარიძემ.

შსს-ს განცხადებით, ზურაბ ჯაფარიძის მიმართ დაწყებულია ადმინისტრაციული საქმის წარმოება. გირჩის ლიდერს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით წარედგინა, რაც წვრილმან ხულიგნობას და პოლიციელის კანონიერ მოთხოვნაზე დაუმორჩილებლობას გულისხმობს. შესაბამის მასალებს სამართალდამცველები დღეს სასამართლოზე წარადგენენ.

2 მაისს გირჩის ოფისთან ორი ადამიანი დააკავეს. მოგვიანებით კი იაგო ხვიჩია და ვახო მეგრელიშვილი წვრილმანი ხულიგნებისა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობისთვის დააკავეს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე