ჯაბა ჯიშკარიანმა კიკეთში ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა

საქართველო, თბილისი - 15:14 | 24.09.2015
ნანახია: 1994

ჯაბა ჯიშკარიანმა და ბადრი ხვადაგიანმა დაბა კიკეთში ჩატარებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერეს. თბილისის საკრებულოს ინფორმაციით, დაბა კიკეთში სამი მთავარი ქუჩის რეაბილიტაცია დასრულდა. თბილისს შემოერთებულ სოფელში მდებარე დიდების, სამპანტებისა და ამაღლების ქუჩებზე ჩატარებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები დღეს თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მთაწმინდის მაჟორიტარმა დეპუტატმა ჯაბა ჯიშკარიანმა და ამავე რაიონის გამგებლის მოადგილემ ბადრი ხვადაგიანმა დაათვალიერეს.
ჩატარებული სამუშაოების შედეგად, მთლიანად გამოიცვალა შიდა კომუნიკაციები, მოწესრიგდა სანიაღვრე ქსელები და 8 ათას კვ.მ ფართობზე კაპიტალურად დაიგო ახალი გზის საფარი. ასევე დაგეგმილია კიდევ ორი მოცულობითი ქუჩის რეაბილიტაცია, რომელიც მომავალი წლის ბიუჯეტში იქნება გათვალისწინებული. დაბა კიკეთში ათეულობით წელია არ არსებობდა ასფალტის საფარი, რაც ზამთრის პერიოდში, არა მხოლოდ ტრანსპორტის, არამად ფეხით მოსიარულეთა გადაადგილების პრობლემასაც ქმნიდა. გზის საფარის ხარისხის შემოწმებას ,,თბილისის მუნიციპალური ლაბორატორია’’ ახორციელებს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე