სკრიპალის ინცინდენტში „ნოვიჩოკის“ გამოყენება დადასტურდა

საქართველო, თბილისი - 16:08 | 12.04.2018
ნანახია: 725

ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციამ დაადასტურა, რომ მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ყოფილი პოლკოვნიკის, სერგეი სკრიპალის და მისი ქალიშვილის „სიკვდილის მცდელობისთვის“ ნამდვილად იყო გამოყენებული ნივთიერება „ნოვიჩოკი“. იუწყება  SKY NEWS-ი. 

მანამდე გაზეთმა Daily Mail-მა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობაზე დაყრდნობით განაცხადა, რომ აკრძალული ქიმიური იარაღის ორგანიზაციამ დაასრულა სოლსბერის ინცინდენტთან დაკავშირებული გამოძიება და შედეგი გადასცა ბრიტანეთს. ხოლო ხუთშაბათს მოხდებოდა ინფორმაციის ყველა წევრი ქვეყნისთვის გაგზავნა. 

ცნობისთვის, რუსეთსა და ბრიტანეთს შორის ურთიერთობები მკვეთრად დაიძაბა სერგეი სკრიპალის და მისი ქალიშილის მოწამვლის გამო. ლონდონი ამტკიცებს, რომ მათ მოწამვლაში A-234 ნივთიერების გამოყენებით, რუსეთია გარეული. თუმცა რუსეთი ამ დრომდე კატეგორიულად უარყოფს ბრალდებას.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე