პრეზიდენტი ,,მაუწყებლობის შესახებ'' კანონს ხელს არ აწერს

საქართველო, თბილისი - 16:10 | 28.02.2018
ნანახია: 887

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, “მაუწყებლობის შესახებ“ კანონს პრეზიდენტი ხელს არ აწერს.

"საქართველოს პარლამენტმა გასული წლის ბოლოს მიიღო ცვლილებები „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში და „შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში. როგორც კანონმდებლობა ითვალისწინებს, კანონპროექტები ხელმოსაწერად გადმოეგზავნა საქართველოს პრეზიდენტს. პრეზიდენტმა ეს კანონპროექტები მოტივირებული შენიშვნებით პარლამენტს უკან დაუბრუნა. ამის შემდეგ, პარლამენტმა კანონმდებლობით დადგენილი წესით იმსჯელა მოტივირებულ შენიშვნებზე. მოტივირებული შენიშვნები არ იყო გაზიარებული. პარლამენტმა კვლავ უყარა კენჭი მიღებულ ცვლილებებს და კვლავ დაუჭირა მას მხარი. როგორც კონსტიტუცია ითვალისწინებს, ეს კანონპროექტები კვლავ გადმოიგზავნაპრეზიდენტთან. პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება - ის ხელს არ აწერს ამ კანონპროექტებს”, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა. 

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე