ქობულეთში ცოლის მიერ დაჭრილი მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია

საქართველო, თბილისი - 14:42 | 20.02.2018
ნანახია: 864

ქობულეთში ცოლის მიერ დაჭრილი მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ამის შესახებ „პრაიმნიუსჯორჯიას“ ქობულეთის რეფერალურ საავადმყოფოში განუცხადეს.

„დაშავებულს გულმკერდისა და მუცლის არეში გუშინ ოპერაცია ჩაუტარდა, დღეს ის ინტენსიურ პალატაშია მოთავსებული და მისი მდგომარეობა სტაბილურია. 31 წლის მამაკაცს ბასრი საგნით ჭრილობები ჰქონდა მიყენებული“, - აცხადებენ საავადმყოფოში.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის" 19.108 მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. 

შეგახსენებთ, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ოჩხამურში, სამი მცირეწლოვანის დედამ, ლია მიქელაძემ 31 წლის მეუღლეს, ხვიჩა კვიზირიას სამზარეულოს დანით ჭრილობა მიაყენა. ის ბრალს აღიარებს და ამბობს, რომ მომხდარს წინ ოჯახური კონფლიქტი უძღვოდა. 

 ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მიქელაძეს 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ძალოვან უწყებას ის ჯერ არ დაუკავებია. 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე