ადიგენში მამაკაცი ხევში ჩავარდა და დაიღუპა

საქართველო, თბილისი - 13:13 | 20.02.2018
ნანახია: 897

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უდეში 50-წლამდე მამაკაცი ხევში ჩავარდა და დაიღუპა. 

არსებული ინფორმაციით, სასწრაფო დახმარების მისვლის დროს, მამაკაცი უგონო მდგომარეობაში იყო. ექიმებმა კი, მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

ადგილზე ექსპერტ–კრიმინალისტები მუშაობენ.

შსს-მ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115–ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე