თუკი ვერ მიუტევებ, რამდენიც გინდა იმარხულე, ილოცე, თუ გნებავს, ეკლესიაში იცხოვრე, აზრი არ აქვს - მეუფე შიო

საქართველო, თბილისი - 13:47 | 18.02.2018
ნანახია: 1275

პატრიარქის თანამოსაყდრე მეუფე შიომ სამების საკათედრო ტაძარში შეკრებილ მრევლს მიტევების კვირასთან დაკავშირებით პატრიარქის ლოცვა-კურთხევა და მილოცვა გადასცა.

თუკი ვერ მიუტევებ და არ ისწავლი მიტევებას, რამდენიც გინდა იმარხულე, ილოცე, თუ გნებავს, ეკლესიაში იცხოვრე – აზრი არ აქვს, - განაცხადა მეუფე შიომ.

მან აღნიშნა, რომ მიუტევებელი წყენა გულში ხიჭვივითაა, რომელიც სულს აზიანებს.

მან მიტევების მნიშვნელობაზე იქადაგა და მრევლს მიმართა, რომ თუკი ადამიანს მიტევების უნარი არ აქვს, ყველაფერი ფუჭი და ამაოა.

„ღვთის მიერ ცოდვათა მიტევება ეწოდება იმას, როდესაც სულიწმინდის მადლი მოდის ჩვენს სულში და ჩვენს ცოდვებს განწმენდს. ეს ვერ მოხდება, თუკი ჩვენ გულში ჩატოვებული გვექნება მიუტევებელი წყენა სხვა ადამიანის მიმართ. ამიტომ თუკი გვინდა, რომ უფალს დავუახლოვდეთ და მარადიული სიცოცხლე დავიმკვიდროთ, უნდა ვეცადოთ, რომ ეს გამოვასწოროთ“, - განაცხადა მეუფე შიომ.

დღეს 17.00 საათზე სამების ტაძარში შენდობის ლოცვა ჩატარდება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე